saqarTvelos mdinareebi - suramula
ტერიტორიული ერთეულები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ლიხის ქედი |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 719 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12.5 მ³/წმ |
მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მ. სიგრძე 42 კმ. აუზის ფართობი 719 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე, წყალმცირობა – ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯია 12,5 მ³/წმ.